გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 16, 2022

16.12.22 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დეზინფორმაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, ორგანიზების მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მომხსენებელმა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა დამსწრეებთან ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციის საფრთხეებზე, ევროინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ მითებზე, ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობასა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.