გორისა და კასპის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 13, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით, გორისა და კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მოსწავლეებს  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმები გააცნო. დისკუსიის ფორმატში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

სემინარი პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.