გორში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების „პოპ აპ“ კამპანია დაიწყო
მარტი 20, 2023
20.03.23 – გორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, გორში გამართულ ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების „პოპ აპ“ კამპანიაში ჩაერთო.
„პოპ აპ“ კამპანის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ და სხვა თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის ინტერაქციული და შემეცნებითი აქტივობები. შეხვედრები ჩატარდება ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან და საუბარი შეეხება ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.