გრაფიკული პოსტერების კონკურსის თემაზე – „ვაძლიერებთ ერთმანეთს“ #strongertogether გამარჯვებულები გამოვლინდა!

იანვარი 22, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული გრაფიკული ნამუშევრების (პოსტერების) კონკურსი თემაზე – „ვაძლიერებთ ერთმანეთს“ #strongertogether დასრულდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ადამიანმა და შემოვიდა 84 ნამუშევარი. კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ კრეატიული გრაფიკულ ნამუშევარი – პოსტერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საკონკურსო ნამუშევრების შემოსვლის შემდეგ, პოსტერები განთავსდა ჩვენს ფეისბუკ გვერდზე. მეორე და მესამე ადგილი გამოვლინდა მომხმარებლების მოწონებისა და რეაქციების რაოდენობის მიხედვით. პირველ ადგილი კი შეირჩა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პოსტერის მხატვრული ღირებულებისა და კრეატიულობის მიხედვით. ამასთანავე, ათი საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცა პრიზი.