გრძელდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარების ციკლი მარნეულის ამერიკულ კუთხეში
აპრილი 7, 2022

07.04.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარების ციკლი გრძელდება.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ახალგაზრდებთან ევროკავშრი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც აქტიურად სარგებლობენ ახალგაზრდები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში განაცხადის გაკეთების მნიშვნელობას და იმ ეტაპებს და პროცედურებს, რაც ქვეყანამ უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრობამდე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.