გრძელდება შეხვედრები “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის” მონაწილეებთან
დეკემბერი 16, 2021

16.12.21 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განვითარებისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემია” გრძელდება.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა და მონაწილეებს ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.