გრძელდება შეხვედრები “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის” მონაწილეებთან

დეკემბერი 23, 2021

23.12.21 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და განვითარებისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული “საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ახალაგზრდებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივები მიმოიხილა. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დაასახელეს თემში გავრცელებული მითები და არასწორი წარმოდგენები. დისკუსიის ფორმატში დაისვა კითხვები დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებელთა მიზნებსა და ამოცანებზე.

შეხვედრის დასასრულს, ინტერაქტიული თამაშის საშუალებით შეჯამდა განვლილი შეხვედრების საკითხები.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.