გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 6, 2022
06.05.22 – გურჯაანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეების ინიციატივით, მათი ჩართულობისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო ტიპის ღონისძიებები დაიგეგმა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.