გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 22, 2022

22.09.22 – სოფელი ბაკურციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიმდინარე ძირითად საკითხებზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.