გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2023

26.04.23 – გურჯაანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძე ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.