გურჯაანის სკოლის პედაგოგებსა და საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 23, 2022
23.06.22 – გურჯაანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა კვესელავამ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობისა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას, რომელსაც 40 მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.