იმერეთის ბიურო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ „ახალგაზრდულ ფორუმში“ ჩაერთო

აგვისტო 12, 2021

12.08.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდულ ინიციატივებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და საინფორმაციო სტენდების გამოფენა მოეწყო. იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინა. საინფორმაციო ცენტრის სტენდი იმ მოხალისეებმა წარადგინეს, რომლებიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში იმერეთის ბიუროს წარმომადგნელობასთან თანამშრომლობდნენ.

ფორუმს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალგარდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვატო ბააკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.