იმერეთის ბიურო ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთო

ივნისი 1, 2022

01.06.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ დღისა და 24 საათიანი მომსახურების ბავშვთა ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ჩაერთო.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, ბავშვთა უფლებების შესახებ თემატური ნახატები შეიქმნა და ბავშვთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საინფორმაციო მასალები გადასცა.