იმერეთის ბიურო საგანმანათლებლო სივრცეში შეტანილი წვლილისთვის პედაგოგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო
ოქტომბერი 29, 2021
29.10.21 – ქუთაისი
ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საიფნორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენლობასა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში შეტანილი წვლილისთვის პედაგოგებს მიეძღვნა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა და ქალთა კლუბის თავმჯდომარემ მარიკა ვაჭარაძემ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე, განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რეფორმებსა და პროფესიულ განვითარებაზე.
შეხვედრაზე მოწვეულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის ნიშნად, ორგანიზატორებმა მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.