იმერეთის ბიურო სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმში ჩაერთო
ივნისი 2, 2022

02.06.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმში ჩაერთო, რომლის მთავარი მიზანი მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და დონორებისა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა იყო.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ფორუმში იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, სადაც 30-მდე ორგანიზაციას საინფორმაციო სტენდი ჰქონდა წარდგენილი.
ფორუმი პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით გაიმართა.