იმერეთის ბიურომ ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მაისი 29, 2022

29.05.22 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ღონისძიებაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ცენტრის საქმიანობასა და ევროპული განათლების შესაძლებლობებზე.

პროექტის დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი, გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

ახალგაზრდული პროექტის “გლობალური კრიზისების მართვა 2022” დახურვის ცერემონიალის მხარდამჭერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და პარლამენტის მაჟორიტარი ბიურო იყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის გამარჯვებული 2 მოსწავლე სტრასბურგში ევროინსტიტუტებში საგანამანათლებლო ვიზიტებით გაემგზავრებიან, რომელსაც ორგანიზებას ევროპული ცენტრი გაუწევს.