იმერეთის ბიურომ ფილმის ჩვენება და სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გამართა

მაისი 18, 2022

18.05.22 – იმერეთი

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს, ქუთაისის ქალთა კლუბისა და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ერთობლივი ორგანიზებით, ფილმის ჩვენება და სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მუზეუმების საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, რომელიც 18 მაისს აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ფილმის „გენერალური გეგმა“ ჩვენება გაიმართა, რომელიც რუსულ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს ეძღვნებოდა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სამაგიდე თამაშის EU&NATO წესები გააცნეს, რომელშიც 12-მა ახალაგზრდამ მიიღო მონაწილეობა. თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საინფორმაციო ცენტრისგან სამახსოვრო საჩუქრები გადეცათ.