იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2021

26.03.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. Erasmus+ პროგრამების კოორდინატორმა საქართველოში ნინო ურუშაძემ, საბაკალავრო და სამაგისტრო გაცვლით პროგრამებზე პრეზენტაცია წარადგინა. ასევე, სტუდენტებს გადაეცათ საკონტაქტო ინფორმაცია, რაც საშუალებას მისცემთ მათ ითანამშრომლონ და სწორად დაგეგმონ ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების ეტაპები.

შეხვედრა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.