იმერეთის რეგიონის პედაგოგებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 20, 2021

20.10.21 – იმერეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში იმერეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც 120-მდე პედაგოგი ესწრებოდა, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და მისი გავლენა ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე. ყურადღება გამახვილდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებზე.

შეხვედრას, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გაუწიეს და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.