იმერეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

სექტემბერი 15, 2021

15.09.21 – საჩხერე, ჭიათურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

50-მდე მერიისა და საკრებულოს თანამშრომელს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე.

ასევე, მომხსენებელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) მნიშვნელობისა და ფუნქციების შესახებ ისაუბრა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.