იმერეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 22, 2022
22.02.22 – იმერეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავჯდომარეებთან, მოადგილეებსა და სამსახურების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
სემინარის 100-მდე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ნარდაიამ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატო-ს როლზე საქართველოს, რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხებში. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების სამომავლო პერსეპქტივაზე, ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობასა და დღემდე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.