იმერეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერი ქალებისთვის შეხვედრა გაიმართა

აპრილი 15, 2021

15-19.04.21 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს ჩართულობითა და ფერმერ ქალთა ასოციაციის ინიციატივით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხონში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ვანსა და თერჯოლაში მცხოვრები ფერმერი ქალები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ფერმერ ქალებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში საგრანტო კონკურსებს, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ყურადღება გამახვილადა ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ფერმერულ მეურნეობებზე, რომლებიც იმერეთის რეგიონში წარმატების მაგალითებია. მომხსენებლებმა, ასევე, შრომის კოდექსში არსებულ ცვლილებებსა და დასაქმების სააგენტოს ახალ პროგრამაზე ისაუბრეს.