იმერეთის რეგიონში მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩატარდა

მარტი 30, 2022

30.03.22 – საჩხერე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ორგანიზაციის ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ ორგანიზებით, საჩხერეში ადგილობრივ მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, მიზნებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მოქალაქეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

გორში მომუშავე ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალების და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტის განხორციელების ეტაპზე როგორც ქართულ, ისე სლოვაკურ მხარესთან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მჭიდროდ თანამშრომლობს.