იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში იმერეთის ბიუროც ჩაერთო

მარტი 30, 2021

30.03.21 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ მონაწილეობა მიიღო, იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში.

შეხვედრაზე მყოფმა ორგანიზაციებმა 2020 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ფართო საზოგადოებას მიმდინარე პროექტი გააცნეს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრაზე კოვიდ პანდემიის დროს ცენრის მიერ განხორციელებულ შეხვედრებზე და აქტივობებზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს იმერეთის რეგიონის მასშტაბით აპრილის თვესა და ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრა 2020 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებულა.