ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომეტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 17, 2021
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომეტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ნატოს პარტნიორობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. საუბარი შეეხო ასევე, ანტიდასავლური კამპანიის საფრთხეებს, გავრცელებულ მითებსა და დეზინფორმაციას.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.