ქ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2024
28.03.24 – ქალაქი ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, გაფართოების ეტაპების, ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.