ქ.თელავის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 25, 2023
25.04.23 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს.
შეხვედრის ბოლოს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.