ქ. თელავის სკოლის მოსწავლეეთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 12, 2023

12.10.23 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქ. თელავის N7 საჯარო სკოლის მხარდაჭერით, ამავე სკოლის მოსწავლეებთან, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე, აგრეთვე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.