ქ. თელავში ევროპარლამენტის მოდელირება 2024 გაიმართა

ივნისი 20, 2024

20.06.24 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპის აკადემიური ცენტრი“ ორგანიზებით, ქ. თელავში ევროპარლამენტის მოდელირება 2024 გაიმართა.

პროექტში, სადაც 70-მდე დელეგატი მონაწილეობდა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ევროპარლამენტის მოდელირების სიმულაციის ფარგლებში წარმოედგინათ მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები და განევითარებინათ არაფორმალური უნარები, საბოლოოდ შეირჩა რამდენიმე დელეგატი, რომლებიც ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით გაემგზავრებიან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.

პროექტის ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან საინფორმაციო ლიტერატურა – გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გადაეცათ.