ქ.ზუგდიდის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 24, 2024
24.11.23 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, EU4YOUTH პროგრამის სტიპენდიების, სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესახებ, ასევე ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიაზე.