კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

დეკემბერი 3, 2021

03.12.21 – კახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა, მონაწილეებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა 2022 წლის ნატო-ს მომავალი სამიტის მნიშვნელობასა და შესაძლო შედეგებს, რაც მოიცავს ნატო-სთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების გაღრმავებას, რომლებიც ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების მხრივ დაეხმარება.

შეხვედრას, რომელსაც 80-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.