კახეთის რეგიონის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 22, 2022

23.02.22 – კახეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას, რომელსაც 45 მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.