კახეთის რეგიონის პედაგოგებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 25, 2021

25.10.21 – კახეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კახეთის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს პირველად ტარდება საქართველოში და მასში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები არიან ჩართულები.

შეხვედრაზე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას.

შეხვედრაში მონაწილეობა 120 – მდე პედაგოგმა მიიღო.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.