ქალაქ ბოლნისის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 1, 2023

01.06.23 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი განიხილა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, თანამშრომლობის დინამიკასა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს.

მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „Erasmus+“ პროგრამაზე და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.