ქალაქ ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა
ივნისი 4, 2024
04.06.24 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდისა და ინფორმაციული მანიპულაციის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, შეეძინათ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
სიმულაციური სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.