ქალაქ რუსთავის სკოლის მოსწავლეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა
აპრილი 26, 2024
26.04.24 – ქ. რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს მოკლედ გააცნო ცენტრის საქმიანობა და მისია. სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
მონაწილეებს დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.