ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 27, 2022

27.10.22 – ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ანა ჩიქოვანმა, საერთაშორისო ორგანიზაციების არსის საფუძველზე ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.