ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ფცისა და მოხისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 13, 2023

13.04.23 – სოფელი ფცისა და მოხისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფცისა და მოხისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მისი გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცენტრის წარმომადგენელი, ასევე, მსმენელებს იმ შესაძლებლობებზეც ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.