კარტიკამის თემის საინიციატივო ჯგუფის – “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 10, 2021

10.07.21- სოფელი კარტიკამი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროსა და კარტიკამის თემის საინიციატივო ჯგუფის – “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები, ანტიდასავლურ პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები მიმოიხილა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მათივე ენაზე საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული მასალა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.