კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2022
30.09.22 – კასპი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის, საკრებულოსა და ააიპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.