კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებისთვის შეხვედრა გაიმართა
ივლისი 8, 2022
08.07.22 – კასპი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კასპის მუნიციპალიტეტში, სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის დაარსების ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.