კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 26, 2023

26.09.23 – კასპი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.