კასპის მუნიციპალიტეტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 26, 2023
26.09.23 – კასპი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პედაგოგებისთვის, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მსმენელებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა კასპის ზრდასრულთა ცენტრის ბაზაზე გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, მონაწილეებთან ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის დასასრულს, კი მონაწილეებს თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.