ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 25, 2024

25.04.24 – სოფელი მახუნცეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.

შეხვედრას სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე ესწრებოდა, რომელმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.