ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 16, 2022

16.08.22 – ხარაგაული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ამასთნ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის საკითხებსა და აღნიშნულ თემებზე სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის მათი მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი მიმოიხილა. მოწვეულმა სტუმარმა იმ მნიშვნელოვან სარგებელზე ისაუბრა, რასაც საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობით იღებს და ასევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნო.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.