ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 2, 2021

02.06.21 – სოფელი ხევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.