ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 7, 2023
07.03.23 – ხარაგაული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექციის ერთობლივი ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ში გაწევრიანების ეტაპებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე.
შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი თიკო ენდელაძე ესწრებოდა, რომელმაც უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირს წევრ ქვეყნებში მიგრაციის საკითხეებზე ისაუბრა.
შეხევდრაზე მოსწავლეებსა და ადმინისტრაციასთან ერთად ერთობლივი აქტივობები დაიგეგმა, რომელშიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები ჩაერთვებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.