ხაშურის ამერიკის კუთხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 17, 2023

17.05.23 – ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის ამერიკის კუთხეში (Khashuri American Corner) ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო მიდელაშვილმა, ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ხელშესახებ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.