ხაშურის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 14, 2022

14.07.22 – ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურში ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, მის ღირებულებებსა და სტრუქტურაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობას, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.