ხაშურის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2023

19.04.23 – ხაშური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის ამერიკულ კუთხეში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციათან ბრძოლის კონტექსტში, ინფორმაციის სახეობებზე, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე. ასევე, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა დღესდღეისობით აქტუალური საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებიც გააჟღერეს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.